მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ვაინერი თანამდებობას ტოვებს

5e3b0d6b5321d
BM.GE
06.02.20 00:25
1043
LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ვაინერი თანამდებობას 1 ივნისს დატოვებს. ამის შესახებ თავად ვაინერმა LinkedIn-ზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა, ამ პოზიციას კომპანიის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელი რაიან როსლენსკი დაიკავებს. ვაინერი კი, რომელიც LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო 2008 წლის შემდეგ, პლატფორმის აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება.

აღსანიშნავია, რომ LinkedIn-ი 2016 წელს Microsoft-მა იყიდა. პლატფორმას 675 მილიონი წევრი ჰყავს.

„მიუხედავად იმისა, რომ წევრთა რაოდენობამ 675 მილიონს მიაღწია, დასაქმებულთა რაოდენობამ 16 000-ს, ხოლო შემოსავლებმა 7,5 მილიარდ დოლარს, ისეთი შეგრძნებაა, რომ LinkedIn-ი ახლა იწყებს მუშაობას“, - განაცხადა ვაინერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები