მსოფლიოში ბევრი სოციალური ქსელია, მაგრამ პროფესიული კავშირების დასამყარებლად და ახალი სამსახურის საპოვნელად მთელი მსოფლიო ერთ პლატფორმას - LinkedIn-ს იყენებს. თავის დროზე, LinkedIn-ი დამოუკიდებელი პლატფორმა იყო, მაგრამ 2016 წელს Microsoft-მა ის $26 მილიარდ 200 მილიონად შეიძინა და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად აქცია მსოფლიოში. პირველი ნოემბრის მდგომარეობით კი, LinkedIn-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ერთ მილიარდს გადააჭარბა.
საინტერესოა, რომ Linkedin-ი ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო სოციალური ქსელია, რადგან მისი მომხმარებლის 80% - ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ მცხოვრებ ადამიანებზე მოდის.
LinkedIn-ის ისტორია 2002 წელს იწყება, როცა PayPal-ში მომუშავე რიდ ჰოფმანს ისეთი სოციალური ქსელის შექმნა მოუნდა, რომელიც უშუალოდ სამუშაო ძალაზე იქნებოდა ორიენტირებული. რის ჰოფმანმა გუნდი შეკრიბა და მალევე, 2003 წლის მაისში, LinkedIn-ი გაეშვა, რომელსაც ოპერირების პირველი წლის ბოლოს მილიონი მომხმარებელი დაუგროვდა, რაც იმ დროისთვის აბსურდულად დიდი მაჩვენებელი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტი პლანეტას დიდად არ იყო მოდებული.
დღეს კი, LinkedIn-ი მილიარდიან კლუბს შეუერთდა, სადაც საპატიო ადგილებს Meta-ს საკუთრებაში არსებული ოთხი პლატფორმა, მათ შორის Facebook-ი, WhatsApp-ი, Instagram-ი და Messenger-ი იკავებენ, ისევე როგორც ორი ჩინური გიგანტი - WeChat-ი და TikTok-ი. მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს Google-ის საკუთრებაში არსებულ YouTube-საც.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.