მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლირის გაუფასურების შესაჩერებლად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა $20 მლრდ გაყიდა

თურქული ლირა

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა.

როგორც ცნობილია, სავალუტო კოლაფსის შესაჩერებლად, თურქულმა საბანკო სექტორმა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი გაყიდა, რითაც ლირის გამყარებას ხელოვნურად შეუწყო ხელი. ასეთი მასშტაბის ინტერვენცია თურქეთის ეროვნულ ბანკს არასოდეს განუხორციელებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვითარება ნამდვილად რთულადაა.

ამასთან, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მოკლევადიანი განაკვეთის 46%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-იან ნიშნულზე რჩება, თუმცა მოკლევადიანი განაკვეთის ზრდა მყისიერად აისახება საბანკო სექტორზე და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურადაა გამყარებული.

ამ ყველაფერთან ერთად, ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით რეგულაციები შეცვალა და თურქული აქტივების გაყიდვა გაართულა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობას კოლაფსის თავიდან აცილება და სავაჭრო ბარიერებით ტრეიდინგის გართულება სურს. ამ მცდელობის მიუხედავად, ძირითადი საფონდო ინდექსი მაინც 16%-ით დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორების განწყობა თურქეთის მიმართ მკვეთრადაა გაუარესებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები