გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით “ლივერპული” და “ვალენსია” გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ქართველ მეკარეს ინგლისური კლუბი €35 მილიონად შეიძენს, მაგრამ მამარდაშვილის შემდეგი ტრანსფერის შემთხვევაში, “ვალენსია” დამატებით ტრანზაქციის 10%-ს მიიღებს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებუს შემთხვევაში, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ღირსებას დამატებით სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს. მსგავს გარიგებაში შესვლას “ლივერპული” ინგლისურ “ბორნმუთთანაც” განიხილავდა, მაგრამ, როგორც Geo Team-მა შეიტყო, ამ ტრანსფერზე უარი თავად გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ნაჩვენები ფენომენალური თამაშის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა, რომელსაც Transfermarkt-ი €45 მილიონად აფასებს. ამ სიმბოლურ წოდებას მამარდაშვილი “პორტოს” კარის დარაჯთან, დიოგუ კოშტასთან იყოფს.