მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლივერპულმა” და “კარლსბერგმა” კონტრაქტი გაახანგრძლივეს

ლივერპული და კარლსბერგი

ინგლისურმა საფეხბურთო გრანდმა “ლივერპულმა” დანიურ ლუდსახარშ ბრენდ “კარლსბერგთან” კონტრაქტი კიდევ ათი წლით გაახანგრძლივა. ჯამში მათი ურთიერთობა 42 წელს ითვლის, რაც სარეკორდო შეთანხმებაა კლუბის არსებობის განმავლობაში.

ბრენდი კლუბის ოფიციალური ლუდი 2010 წელს გახდა და მათი ურთიერთობა მინიმუმ 2034 წლამდე გაგრძელდება.

90-იან წლებში “კარლსბერგი” კლუბის მაისურის წინა მხარეს იყო გამოსახული და ერთ-ერთი უმთავრესი სპონსორი იყო.

ცნობისთვის, კლუბის უმთავრესი პარტნიორი ბრენდები არიან NIKE, AXA, Expedia და “Standard Chartered”, რომელიც მაისურის წინა მხარესაა გამოსახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები