მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოგიკურია, რომ [მანუჩარ კაკოჩაშვილმა] სარჩელი შეიტანა... სამართლებრივი საკითხია, ვერ ჩავერევით - პრემიერი

მოსამართლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკურსში, რომლითაც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეირჩა, უამრავი დარღვევაა. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების" ახალ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, მანუჩარ კაკოჩაშვილის საჩივრის გამო შეაჩერა.

ირაკლი კობახიძემ საკითხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სარჩელი ლოგიკურია და ეს სამართლებრივი საკითხია, რომელშიც ვერ ჩაერევა.

ამასთან, მან არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების კრიტიკულ შეფასებებს ორმაგი სტანდარტი უწოდა.

„რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქ მინდა ორმაგ სტანდარტზეც გავამახვილო ყურადღება. გახსოვთ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა დარჩეს ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებად. თუმცა პარლამენტთან მიმართებით იყო არაერთი მოთხოვნა, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში კონკურსის წესით უნდა არჩეულიყვნენ თანამდებობის პირები, რაც სამართლებრივად არის ნონსენსი. ამ ნონსენსის გავრცელებაში სამწუხაროდ ჩართული იყო იგივე ვენეციის კომისია, ევროკომისია. ახლა გაირკვა, რომ ამ ნონსენსს აპროტესტებენ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ამ ნონსენსის კანონმდებლობაში ჩაწერას ითხოვდნენ.

რაც შეეხება თვითონ კონკურსს, რა ინფორმაციაც გავრცელდა და მე გავეცანი, არის უამრავი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით ამ დავის განხილვაში. არის შესაბამისი უწყებები, რომლებიც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურები ცნობილია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები