ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 10.24%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.30 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.93 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 6%-ია. ერთწლიან ჭრილში ზრდა 53%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.86%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 28.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.58 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 0.2%-ითაა გაზრდილი. ერთწლიან ჭრილში ზრდა 31%-ია;
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.2%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.16 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 473.47 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 17%-ითაა შემცირებული. ერთწლიან ჭრილში ზრდა 35%-ია.
წყარო - Galt & Taggart