მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონში სტარმერის და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრეს?

სტარმერი

ლონდონში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრა დასრულდა.

პრეზიდენტის განცხადებით, აუდიენციაზე მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იყო, რომლებიც მდგრადი მშვიდობის საფუძვლად შეიძლება იქცეს, თუ აშშ მოახერხებს რუსეთზე ზეწოლას, რათა შეწყვიტოს მკვლელობები და ჩაერთოს ნამდვილი დიპლომატიის პროცესში.

„გუშინ, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, დღეს კი ორმხრივ ფორმატში, ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინები განვიხილეთ. ასევე, დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რაც შეიძლება მდგრადი მშვიდობის ჭეშმარიტი საფუძველი გახდეს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

პრეზიდენტის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერა და დრონების წარმოების მხარდამჭერი პროგრამები. ზელენსკის თქმით, ქვეყანაში წარმოების გაზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალია და ამ პროცესში დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხი იყო დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ დიდ ბრიტანეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა წარმოება გავზარდოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ინვესტიციებს დრონების წარმოებაში სტრატეგიულ დონეზე მნიშვნელოვნად შეუძლია შეცვალოს სიტუაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები