მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Louis Dreyfus-მა რუსული მარცვლეულის ექსპორტი შეწყვიტა

642bf4b9e37ea
გიორგი თოლორდავა
04.04.23 14:50
437
მოსკოვის წინააღმდეგ პროტესტის ტალღას მორიგი მსხვილი საერთაშორისო კომპანია Louis Dreyfus-ი უერთდება, რომელიც რუსული მარცვლეულის ექსპორტს წყვეტს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილმა ტრეიდინგ კომპანიამ შეწყვიტა რუსული ნედლეულითა და სურსათით ვაჭრობა, მათ შორისაა: Viterra და Cargill, რომლებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება სწორედ გასულ კვირას მიიღეს.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ტრეიდინგ კომპანიების მიერ ქვეყნის ბაზრიდან გასვლას არავითარი გავლენა არ ექნება რუსული მარცვლეულის ექსპორტზე, რადგან ამ პროცესს ადგილობრივი კომპანიები თავად უზრუნველყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები