მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის წარმოება 2016-2023 წლებში წლიურად საშუალოდ 3.0%-ით გაიზარდა - ტოპ კომპანიები

ლუდი

Galt & Taggart-მა ლუდის სექტორის 2023 წლის, დეკემბრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცენულია ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების წილი სექტორის ჯამურ შემოსავლებში, რომელიც ცვალებადია.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ლუდის წარმოება 2016-2023 წლებში წლიურად საშუალოდ 3.0%-ით გაიზარდა და მათი შეფასებით, 2023 წელს 126 მლნ ლიტრს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლუდს 4 მსხვილი და 42 მცირე კომპანია აწარმოებს.

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების წილი სექტორის ჯამურ შემოსავლებში ცვალებადია და 2022 წელს მათი ბაზრის წილი მცირე ლუდსახარშების ხარჯზე შემცირდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2018-დან 2021 წლამდე, "სხვა" ლუდის მწარმოებლების წილი ჯამურ ბრუნვაში მზარდია.

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები ადგილობრივი ბრენდების გარდა ასევე აწარმოებენ საერთაშორისო ბრენდის ლუდსაც ლიცენზიის საფუძველზე.

მაგალითად, ლომისს აქვს AB InBev-ის და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია (Corona, Staropramen, Lowenbrau),გლობალ ბიერ ჯორჯიას - Heineken-ის, ქართული ლუდის კომპანიას - Carlsberg-ის და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია.

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები ასევე აწარმოებენ არა-ალკოჰოლურ სასმელებსაც. 2022 წელს, ლუდის წარმოების ღირებულებამ ₾294.7 მლნ შეადგინა, ხოლო არა-ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებულმა შემოსავალმა ₾213.0 მლნ.

ამასთან, 2016-23 წლებში ლუდის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები წლიურად საშუალოდ 15.1%-ით, ხოლო არა-ალკოჰოლური სასმელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ 19.7%-ით იზრდებოდა. შესაბამისად, ამ პერიოდში ჯამურ შემოსავალში ლუდის წილი შემცირებულია 62.9%-დან 56.3%-მდე.

2023 წლის სამ კვარტალში კომპანიების ჯამური ბრუნვა ₾446 მლნ-მდეა გაზრდილი (წლიურად 15.2%) და წლის ბოლომდე სავარაუდოდ ₾585 მლნ-ს მიაღწევ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები