Lufthansa-ს ბორტგამცილებლებმა ორდღიანი გაფიცვის შესახებ გამოაცხადეს. როგორც გერმანული მედია წერს, სტიუარდესების მასშტაბური აქცია 7 და 8 ნოემბერს გაიმართება; გაფიცვას ორგანიზებას გერმანიის პროფკავშირები უწევს.
გაფიცვის შედეგად ხუთშაბათის და პარასკევის რეისებს გერმანიის მასსტაბით პრობლემები შეექმნება. ავიაკომპანია მგზავრებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ ვითარებას, რამაც შესაძლოა ფრენების გაუქმება და გადადება გამოიწვიოს.
ბორტგამცილებლების პროტესტის მიზეზი გახდა ავიაკომპანიის უარი იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც ტარიფების მატებასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე თვეა აქტიურ რეჟიმში იმართებოდა.
აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბერს პროფკავშირების ორგანიზებით, Lufthansa-ს 4 შვილობილი კომპანიის თანამშრომლებმა 19 საათიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, შედეგად, 100 ავიარეისი გაუქმდა.




























