მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lufthansa უკრაინის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

62125968c24a4
თამთა ჯიჯავაძე
20.02.22 19:06
1111
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa უკრაინის მიმართულებით ხვალიდან ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ BBC წერს. როგორც კომპანიაში აცხადებენ,ორშაბათიდან  კიევის და ოდესის მიმართულებით რეისები შეჩერდება. ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეა.

„ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ გუშინ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. „თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, გერმანიის მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდული იქნება“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მაც განაცხადა, რომ კიევის მიმართულებით რეისებს აჩერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები