მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუკა მოდრიჩი “სუონსის” თანამფლობელი გახდა

მოდრიჩი სუონსის თანამფლობელი გახდა

“რეალ მადრიდისა” და ხორვატიის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი უელსური კლუბის “სუონსის” თანამფლობელი გახდა. 39 წლის ნახევარმცველი შეუერთდა კონსორციუმის ჯგუფს, რომელშიც უკვე შედიან ენდი კოლმენი, ბრეტ კრავატი, ნაიჯელ მორისი და ჯეისონ კოენი.

მათ გასულ ნოემბერს შეისყიდეს წილები ყოფილი მთავარი მფლობელებისგან ჯეისონ ლევიენისა და სტივ კაპლანისგან.

“ეს ძალიან ამაღელვებელი შესაძლებლობაა. “სუონსის” ძლიერი იდენტობა აქვს, შესანიშნავი გულშემატკივრები და ამბიცია, იბრძოლოს უმაღლეს დონეზე“ - განაცხადა მოდრიჩმა.

“სუონსის” განცხადებაში კი ვკითხულობთ:
“ლუკას ინვესტიცია არის კლუბის ამბიციისა და ხედვის დადასტურება. მას ექნება მნიშვნელოვანი როლი კლუბის გლობალური ცნობადობის ამაღლებასა და როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა პროგრესში.“

ცნობისთვის 2024 წლის 30 ივნისს დასრულებული სეზონის მონაცემებით კლუბის შემოსავალმა £21.5 მილიონი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ “სუონსი“ ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს. უელსურმა კლუბმა 42 მატჩში 54 ქულა მოაგროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები