ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, სწრაფი კვების ამერიკული გიგანტის, McDonalds-ის ჩამნაცვლებელმა ადგილობრივმა ანალოგმა - Mak.by-მ მომხმარებელს მხოლოდ ბელარუსში დამზადებული პროდუქცია უნდა შესთავაზოს.
ცნობისთვის, Mak.by ბელორუსულ ბაზარზე 2023 წელს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც McDonalds-მა ქვეყანა დატოვა.
პრეზიდენტის განკარგულებაში წერია, რომ 1-ელი ოქტომბრიდან Mak.by-მ პროდუქტების წარმოებისთვის უცხოეთიდან იმპორტირებული ხორცისა და კარტოფილის გამოყენება უნდა შეწყვიტოს და ისინი სრულად ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით ჩაანაცვლოს.
ლუკაშენკოს შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას გაზრდის, ადგილობრივ წარმოებას განვითარებას და იმპორტზე დამოკიდებულებას დამატებით შეამცირებს. პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯი რამდენადაც ეკონომიკურად გამართლებულია, იმდენად პატრიოტულია.




























