ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობას რესპუბლიკაში იშვიათი მეტალებისა და სხვა წიაღისეულის საბადოები მოძიება დაავალა. ამის შესახებ მან სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას „მინსკის პრავდას“ განუცხადა.
„ამბობენ, რომ ჩვენთან იშვიათი წიაღისეული მინერალები გვაქვს. მოსაკვლევია დანარჩენიც: ქიმია, ნავთობი, ბუნებრივი აირი დ ა.შ. შესაბამისი ამოცანა შესაბამის მინისტრს დავუყენე [ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის]“, - განაცხადა მან.
ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეოლოგიური მოკვლევები კარგად არ არის განვითარებული და საერთო ჯამში დაბალ დონეზეა. იშვიათი მეტალების ძიების საკითხი, მისი სიტყვებით, ბელარუსი მკვლევრების საკვლევი არეალიდან ამოვარდნილია.
„იშვიათი წიაღისეული მეტალებზე მხოლოდ დონალდ ტრამპი საუბრობს. თქვენ ამაზე არ დაფიქრებულხართ. დედამიწაზე ისინი დიდი რაოდენობით არ არის. იქნებ ჩვენც არანაკლები გვაქვს, ვიდრე სხვებს?” - ჰკითხა დამსწრეებს ლუკაშენკომ და დასძინა, რომ იშვიათი წიაღისეული მეტალები ეს მომავალია, ამიტომ „საჭიროა გათხრა და ნახვა რა გვაქვს მიწაში“.