კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
ელექტრომობილების მწარმოებელმა VinFast-მა დამატებით $1 მილიარდი მოიზიდა
ელექტრომობილების მწარმოებელმა ვიეტნამურმა კომპანია VinFast-მა საინვესტიციო ჰოლდინგ Yorkville-iსგან დამატებით 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა. აღნიშნული თანხა საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას და კომპანიის პორტფელის გაფართოებას უნდა მოხმარდეს.
VinFast-ის მიღმა უმდიდრესი ვიეტნამელი ბიზნესმენი, ფამ ნათ ვუონგი დგას, რომელმაც კომპანია 2017 წელს დააფუძნა. მიმდინარე წელს Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე VinFast-ის დებიუტი შედგა და IPO-ს პირველ კვირაში კომპანიის კაპიტალიზაციამ 159 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც Porsche-ზე, Mercedes-ზე, BMW-ზე, VW-ზე და Ford-ზე უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო. ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 12 მილიარდ დოლარს შეადგენს ანუ ნახევარ წელიწადში მისი აქციების ღირებულება 92%-ით დაეცა.
VinFast-ის ასეთი მკვეთრი დაღმასვლა იმ ფაქტითაცაა განპირობებული, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ ელექტრომობილებზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, არ არსებობს. გაყიდული 22,000 ავტომობილი კი, თავად ფამ ვუონგის მიერ დაფუძნებული სატრანსპორტო კომპანიის მიერაა შესყიდული ანუ რეალური მყიდველი VinFast-ს უბრალოდ არ ჰყავს.
ელექტრო Land Rover Defender-ს სლოვაკეთში ააწყობენ
Jaguar Land Rover-ის ჰოლდინგმა ელექტრო Defender-ების სლოვაკეთის ქარხანაში აწყობის გადაწყვეტილება მიიღო.
ინდური Tata Motors-ის მფლობელობაში მყოფმა JLR-მა საწარმოო პროცესის ნაწილის სლოვაკეთში გადატანის გადაწყვეტილება ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე მიიღო.
როგორც ბრიტანული ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, სლოვაკეთში ელექტრომობილების წარმოება განსაკუთრებით ხელსაყრელია, რაც ადამიანური კაპიტალის ხელმისაწვდომობითა და გეოგრაფიული მდებარეობით არის განპირობებული. ამ ეტაპზე სლოვაკეთის ქარხანა 5,000 თანამშრომელს ასაქმებს, თუმცა პროგნოზირებულია, რომ მათი რაოდენობა მომავალში გაიზრდება.
Lexus-მა ელექტრო LF-ZC წარადგინა, რომლის სიმძლავრის რეზერვი 1000 კილომეტრია
Lexus-სს უკვე ჰყავს დიდი რესურსი მქონე ელექტრომობილი. ტოკიოში Japan Mobility Show-ს ფარგლებში, Lexus-ის ახალი კონცეპტუალური მანქანის პრემიერა შედგება, სახელწოდებით LF-ZC, შედგება. სიახლეს შეუძლია 1000 კილომეტრის გავლა ბატარეის ერთი დამუხტვით. ახალი პროდუქტი არა მხოლოდ ცხადყოფს Lexus-ის "მწვანე" მოდელების დიზაინის განვითარებას, არამედ აქვს ყველა შანსი, რომ სერიული გახდეს დაახლოებით სამ წელიწადში. ჯერჯერობით, Lexus-მამხოლოდ ის თქვა, რომ ელექტრომობილს ყველა წამყვანი თვალი აქვს, ასევე საჭე ფიზიკურად არ არის დაკავშირებული ბორბლებთან და მართვა სადენების დახმარებით ხდება. დამატებითი ინფორმაცია კონცეპტზე ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.
Stellantis-ი Leapmotor-ის $1,6 მილიარდის აქციებს ყიდულობს
ავტომობილების მწარმოებელმა Stellantis-მა განაცხადა, რომ ის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Leapmotor-ს 21%-იან წილს ყიდულობს. გარიგების ღირებულება გარიგება $1,6 მილიარდია. ამ ნაბიჯით სტელანტისი ჩინურ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ჩინეთის შეტევა ყველგან ჩანს, ამ გარიგებით ჩვენ შეგვიძლია ჩინეთით ვისარგებლოთ, ვიდრე გავხდეთ მისი მსხვერპლი”, - განუცხადა Stellantis-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა ჟურნალისტებს.
Stellantis-ი ამბობს, რომ ეს გარიგება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს ავტომობილების ბაზარზე გაყიდოს მანქანები, და, ამავდროულად, Leapmotor-ს, მცირე ჩინურ ავტომობილების მწარმოებელს, ევროპული დასაყრდენი ეყოლება.
შვედური სტარტაპი Luvly ასაწყობ ელექტრომობილებს უშვებს
სტოკჰოლმში დაფუძნებული სტარტაპი Luvly, რომელიც 2015 წელს დაარსდა, მომხმარებელს ასაწყობ ელექტრომობილებს სთავაზობს, რომელიც მათ დაშლილი სახით, ბრტყელ ფენებად შეფუთული მიეწოდებათ - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. Luvly-ში აცხადებენ, რომ მისი სადებიუტო, ასაწყობად მზა მანქანა იმდენად პატარა და მსუბუქია, რომ ის სითბური აირის გამოყოფას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
100-კილომეტრიანი მარაგის ბატარეით ავტომობილს საათში 90 კილომეტრამდე სიჩქარით გადაადგილება შეუძლია, მანქანა ორ 16 კილოგრამიან ბატარეაზე იმუშავებს. Luvly-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მანქანის მოდელის შექმნაზე დიდი გავლენა IKEA-მ იქონია.
ელექტრომობილები 2024 წლიდან გაიყიდება და, დაახლოებით, 10 ათასი ევრო ეღირება. კომპანია მყიდველებს ელექტრომობილის აწყობას არ ანდობს, შესაბამისად, შეფუთული ნაწილები ქარხნიდან ადგილობრივ ასაწყობ პუნქტებში ჩავა, სადაც ისინი სრულფასოვან ავტომობილად გადაიქცევიან.
TOYOTA-ს და LEXUS-ის ელექტრომობილები TESLA-ს დამტენებით აღიჭურვებიან
ამერიკული Tesla-ს მიერ შექმნილ დამტენების ინფრასტრუქტურას ახლა უკვე იაპონური გიგანტიც უერთდება. 2025 წლიდან Toyota-ს და Lexus-ის ელექტრომობილები Tesla-ს სტანდარტის დამტენებით აღიჭურვებიან.
Tesla მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომელიც ავტომობილების წარმოების გარდა, ელექტროდამტენებსაც ამზადებს და ეს კომპანიისთვის სერიოზულ ბიზნესს წარმოადგენს.
ამას ცხადყოფს ისიც, რომ Tesla ამერიკაში ელექტროდამტენების რიგით მეორე უმსხვილეს ქსელს ფლობს, რომელიც 17 ათასზე მეტ “სუპერჩარჯერს” აერთიანებს, რომლის დახმარებით ელექტრომობილის ბატარეის 80%-ის დამუხტვა 15 წუთშია შესაძლებელი.
ამის ფონზე, მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიები Tesla-ს ელექტროდამტენების სისტემას უერთდებიან. Toyota-ს გარდა, მომავალი წლიდან Ford-ის, General Motors-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის, Volkswagen-ის, Volvo-ს და Rivian-ის ელექტრომობილები Tesla-ს მიერ შექმნილი სისტემით აღიჭურვებიან, რაც მათ მფლობელებს Tesla-ს ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალებას მისცემს.