მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლვოვში, რადას ყოფილი სპიკერი, ანდრი პარუბი მოკლეს

ანდრეი პარუბი

უკრაინის ქალაქ ლვოვში, ქვეყნის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს.

დაუდასტურებელ კადრებში, რომლებიც სავარაუდოდ მკვლელობის ამსახველია, ჩანს, როგორ უახლოვდება ქუჩაში კურიერის ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირი პარუბის და ესვრის. პროკურორებმა განაცხადეს, რომ „უცნობმა შეიარაღებულმა პირმა პოლიტიკოსს რამდენიმე ტყვია ესროლა“. პარუბი ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილის ძებნა მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმას „საშინელი“ უწოდა და პარუბის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ეჭვმიტანილის პოვნას და დაკავებას.

„მობილიზებულია ყველა საჭირო ძალა და საშუალება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

54 წლის ანდრეი პარუბი უკრაინაში 2014 წელს, ევრომაიდანის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს გახდა ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები