მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

m²-ის დიზაინ მენეჯერი დავით ასანიძე MIT-ში სასტიპენდიო პროგრამით ჩაირიცხა

628e0a9f37536
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 14:58
3083
პროფესიით არქიტექტორ-ურბანისტმა და დეველოპერული კომპანია m²-ის დიზაინ მენეჯერმა დავით ასანიძემ, მიმდინარე წელს ჰუბერტ ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა და სწავლას Massachusetts Institute of Technology-ში (MIT) ურბანული და რეგიონალური დაგეგმარების მიმართულებით გააგრძელებს.

ჰუბერტ ჰამფრის პროგრამა ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და კარიერის აქტიურ ფაზაში მყოფ ახალგზარდა პროფესიონალებს, აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, სწავლისა და სამუშაო გამოცდილების გაღრმავებაში უწყობს ხელს.

როგორც თავად დავით ასანიძე BM.GE-ის უყვება, ლისაბონის უნივერსიტეტის (Instituto Superior Tecnico) ურბანული და სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი მისი ცხოვრების ერთ-ერთი მამოტივირებელი ძალა იყო. კომპანია m²-ის გუნდს 2019 წლიდან შეუერთდა. როგორც წამყვანი დიზაინ მენეჯერი, პირელივე დღიდან კომპანიის ყველაზე მსხვილმასშტაბიან პროექტების განხორცილებაში აქტიურად მონაწილეობადა, მენეჯმენტს უწევდა პროექტირების ეტაპს, ჩართული იყო საპროექტო გადაწყვეტებში და აქტიურად თანამშრომლობდა m²-ს საერთაშორისო პარტნიორ კომპანიებთან: ამერიკულ არქიტექტურულ კომპანია ZGF-თან, იტალიურ არქიტექტურულ სტუდია aMDL-თან, ავსტრიულ საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია ILF-თან თუ სხვა ორგანიზაციებთან.

დავით ასანიძემ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინტერსო იყო ამერიკულ არქიტექტურულ კომპანია ZGF-თან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში მას შესაძლებლობა მიეცა ინოვაციური საცხოვრებელი პროექტირებაზე ემუშავა, რომელიც მცხოვრებლებს თანამედროვე, მაღალ სტანდარტებზე მორგებულ ურბანულ გარემოს, დროისა და ენერგიის დაზოგვასა და ჯანსაღად ცხოვრების სტილს სთავაზობს. უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინით ერთიანი ხედვით დაიგეგმა.



m²-ში მუშაობის პროცესში საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობამ და პროფესიული განვითარების სურვილმა დავითს, ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ჰუბერტ ჰამფრის პროგრამის აპლიკაციის შევსებისკენ უბიძგა და შედეგმაც არ დააყოვნა, დავით ასანიძე პროგრამის გამარჯვებულად დასახელდა. აპლიკაციის შევსება საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, როგორც თავად აღნიშნავს:

„აპლიკაციის შევსება საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცედურაა, რადგან ზუსტად უნდა დასახო პროფესიული განვითარების მიზნები, ასევე აღნიშნული პროგრამა ძალიან პრესტიჟულია და მასში მოსახვედრად საკმაოდ დიდი კონკურსი ცხადდება. ამიტომ თავად აპლიკაციის შევსებისთვის მზადება შრომატევადია. ეს პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ყურადღება კანდიდატის როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამუშაო გამოცდილებას ექცევა. აპლიკაციის შევსებისას ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელი იყო.

ჩემს შემთხვევაში, რადგან ქალაქმგეგმარებელი ვარ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, რომელიც ჩემს დარგში და არა მხოლოდ, მსოფლიოში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასწავლო კურსით გათვალისწინებულია სხვადასხვა ლექცია-სემინარები, პროფესიული ვიზიტები, კონფერენციები, ვორკშოპები, ტრენინგები, სტაჟირება, კვალიფიკაციის ამაღლება და აშშ-ი დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ჩემთვის ეს ერთდროულად ძალიან დიდი გამოწვევა, გამოცდილება და სამომავლო წარმატებისთვის წინ გადადგმული კარიერული და ცხოვრებისეული ნაბიჯი იქნება“, - ამბობს დავით ასანიძე.

აღსანიშნია, რომ კომპანია m²-ის თანამშრომელს, ჰუბერტ ჰამფრის პროგრამით MIT-ში სწავლება და ცხოვრება სრულად დაუფინანსდება.

კითხვას - როგორ აფასებენ მის ნაბიჯს კომპანიაში, დავით ასანიძე პასუხობს, რომ m²-ის გუნდის მხარდაჭერამ, მას კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გაუჩინა, რადგან 1-წლიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ საქართველოში სფეროში ლიდერი კომპანიის მუდმივი განვითარების პროცესში ჩართვას კიდევ უფრო მეტი ცოდნითა და გამოცდილებით შეძლებს.

„ჰუბერტ ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვების შემდეგ m²-ის ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე, კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად გუნდის განვითარების ხელშეწყობაზეა მომართული. ეს ყოველდღიურ სამუშაო პროცესშიც კარგად ჩანს. MIT-ში ჩარიცხვის ფაქტს ყველა დიდი სიხარულით შეხვდა და ჩემი პროფესიონალიზმის მიმართ გაათმაგებული ნდობა ვიგრძენი. სასწავლო პროგრამების მთავარი მიზანი ხომ კურსის გავლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება და მიღებული ცოდნა-გამოცდილების კომპანიისა და ქვეყნის სასარგებლოდ გაზიარება-გამოყენებაა“, - აღნიშნა BM.GE-სთან საუბრისას დავით ასანიძემ.

დღეს უკვე ჰუბერტ ჰამფრის პროგრამის გამარჯვებული დავით ასანიძე, ივლისიდან კომპანია m²-ში აკადემიურ წელს აიღებს და აშშ-ში MIT-ში თავისი პროფესიული შესაძლებლობების განვითარებისთვის გაემგზავრება. დეველოპერულ კომპანია m²-ში კი მას 2023 წლიდან დაელოდებიან.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები