მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაჭავარიანი - თუ აღვირახსნილი სიარული დაიწყო, ინფიცირების მაჩვენებელი ისევ ავარდება

5fe494578db7f
ინგა მურუსიძე
24.12.20 17:17
934
დღეიდან საქართველოში არასასურსათო სავაჭრო ობიექტების ნაწილი გაიხსნა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, გაიხსნა ისეთი ობიექტები, თან ისეთი წესებით, რომ ვირუსის მაჩვენებლების ზრდა არ იქნება:

„სუნთქვის საშუალებას ვაძლევთ ბიზნესს. ძალიან მნიშვნელოვანია - გამოიწვევს თუ არა ვირუსის მაჩვენებლის ხელახლა ზრდას ეს გახსნა? ესეც არ არის გამორიცხული, თუმცა ჩვენ ისეთი სფეროები გავხსენით და იმ პირობებით, თუკი ამის დაცვა მოხდა, შეიძლება მინიმალური ზრდის მოწმეები გავხდეთ. თუმცა, თუ არ დავიცავით წესები და ისევ აღვირახსნილი სიარული დაიწყო, ციფრები ისევ ავარდება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, სავაჭრო მოლებს მუშაობის უფლება 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები