მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Maersk-მა რუსეთში აქტივები გაყიდა

63f38008118e3
გიორგი თოლორდავა
21.02.23 00:14
815
სატრანსპორტო გიგანტმა, Maersk-მა რუსეთში მსხვილი ლოგისტიკური აქტივების გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო.

სანქ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში Maersk-ის საკუთრებაში არსებული ორი საწყობი კომპანია IG Finance Development-ს გადაეცემა. კომპანიებს გარიგების დეტალები და ტრანზაქციის მოცულობა არ გაუსაჯაროებიათ.

აქტივების გასხვისება პირდაპირ კავშირშია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომთან. კრემლის ქმედების საპასუხოდ, გასულ წელს Maersk-მა რუსეთში ოპერირება შეაჩერა და პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის ბაზრიდან გავიდოდა.

ნოვოროსიისკის ობიექტი 28,750 კვადრატული მეტის მოცულობისაა და 1,500 კონტეინერს ინახავს. რაც შეეხება სანქ-პეტერბურგის საწყობს, მისი მოცულობა 23,500 კვ.მ-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები