მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა მოგვცა - კობახიძე

ნათია თურნავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა გააჩინა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე მან აღნიშნა, რომ წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები და მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა 5 808 000 000 დოლარი შეადგინა, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ მადლობა სებ-ის პრეზიდენტს ნათია თურნავას გადაუხადა.

„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია. მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 808 000 000 დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ მინდა ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, რაც სამომავლოდ წაადგება ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები