მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი: "ანაკლიის კონსორციუმს" ახალი ინვესტორი, ჯერჯერობით, არ წარუდგენია

5dc26c8234bd7
თელარა გელანტია
06.11.19 10:45
919
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ახალი ინვესტორი, ჯერჯერობით, არ წარუდგენია.

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშილმა აღნიშნა, კონსორციუმთან კომუნიკაცია გრძელდება, მაგრამ იმ ფორმატის შეხვედრა, რომელიც უკვე გაიმართა,აღარ ჩატარებულა.

დღესვე მინისტრმა bm.ge-ის იმ კითხვასაც უპასუხა, რომელიც 400 მილიონიანი სესხის გარანტიის უზრუნველსაყოფად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის მიერ $150 მლნ-იანი ფონდის შექმნის მექანიზმზე გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, სადაც 50-50 მლნ-იან თანამონაწილებაზე კონსორციუმი და ევროკავშირი თანახმაა, მაგრამ მთავრობა - არა.

„ამ საკითხზე არაერთხელ გვქონდა უკვე საუბარი და ჩვენ არაერთხელ ავხსენით, რომ სახელმწიფო კომერციული ინვესტორის კომერციული რისკების დაფარვას, დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით, საკუთარ თავზე ვერ აიღებს. ეს საკითხი უკვე ამოწურულია. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა უკვე არაერთხელ მსჯელობა და მე მგონი, თითოეულმა თქვენგანმა, მათ შორის ჟურნალისტებმა იცით ყველა დეტალი“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ „ჯერჯერობით, ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორი წარმოდგენილი არაა“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები