მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისის დასაწყისიდან ფასი დაახლოებით 5-6%-ით გავზარდეთ - "ზარაფხანა"

ზარაფხანა

გლობალურად ოქროს ფასის ზრდის ფონზე, ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ნაკეთობები გაძვირდა. როგორ BM.GE-ს "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, მაისში ფასი 5-6%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ოქრომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ერთ უნციაზე $3,500-ს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ მცირედი კორექცია მოხდა, ივნისში ძვირფასი ლითონი კვლავ მაღალ ნიშნულზე - $3,200-3,300 დიაპაზონში ივაჭრებოდა. ამჟამად უნცია ოქროს ფასი $3,300-ს აჭარბებს და არსებული პროგნოზებით, წელს მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით კომპანია კორექტირებას არ გეგმავს და ვარაუდობს, რომ არსებულ ფასებს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.

"როგორც კი შეუძლებელი გახდა ფასების შენარჩუნება, ჩვენ მოვახდინეთ ფასების კორექტირება დაახლოებით ორი თვეა. მაისის დასაწყისიდან გავზარდეთ ფასები, დაახლოებით 5-6%-ით. დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფასი კვლავ პროგნოზირდება, რომ შენარჩუნდება მაღალ ნიშნულზე, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ზრდას არ განვიხილავთ. მაქსიმალურად შევეცდებით შევიკავოთ აღნიშნულ ნიშნულზე მინიმუმ წლის ბოლომდე",- აღნიშნავს თორნიკე სამხარაძე.

მისივე თქმით, ფასის ცვლილების მიუხედავად, ივნისში მოთხოვნა წლიურად 13%-ით გაიზარდა და ამ მხრივ მოლოდინებიც დადებითია.

"მოხმარება სტაბილურად შენარჩუნდა. რა თქმა უნდა, რაც უფრო იზრდება ფასი, ეს მოქმედებს მოთხოვნაზეც, თუმცა ამ შემთხვევაში ძირითადად იყო პირველი თვის შემთხვევაში, ივნისში 13% გვქონდა ზრდა წინა წლის ივნისთან შედარებით. ანუ აქედან გამომდინარე, ჩვენი პროგნოზი გაყიდვებთან დაკავშირებით პოზიტიურია",- ამბობს "ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები