მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ოქროულზე მოთხოვნა, ევროპიდან და არაბეთიდან მზარდია - ზარაფხანა

ოქრო

საიუველირო სახლ “ზარაფხანაში” აცხადებენ, რომ ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა მზარდია და მიმდინარე წლის 6 თვეში გაყიდვები წლიურად 11%-ითაა გაზრდილი.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ BMG-ის განუცხადა, ქართულ ნაკეთობებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ევროპის, ასევე არაბული ქვეყნებიდან.

მისივე თქმით, კომპანიის უახლოეს გეგმებში შედის, მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავება, ამასთან, „ზარაფხანა“ ახალი ფილიალების გახსნასაც გეგმავს, მათ შორის განიხილება ლონდონის ბაზარიც.

“მოთხოვნა საკმაოდ მაღალ დონეზეა, მიმდინარე წლის 6 თვე შარშანდელ 6 თვეს რომ შევადაროთ, მოთხოვნა დაახლოებით 11%-ითაა გაზრდილი. ჩვენ ყოველკვარტულად ვატარებთ ხოლმე მომხმარებლების კვლევას და ჩვენი მომხმარებლების 93% ქართველები არიან. თუმცა დაინტერესებაა ქართულ ოქროულით დიდი დაინტერესებაა უცხოელების მხრიდანაცაა, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. გვიკავშირდებიან და ჩვენს პროდუქციას ყიდულობენ ასევე ამერიკიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია ლონდონიც, სადაც მორიგი ფილიალის გახსნასაც განვიხილავთ. ასევე მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენი ახალი საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება, რაც წარმოების გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები