მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტით $9.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ელექტროენერგია

მაისიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, გასულ თვეში ექსპორტზე 187,67 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც წლიურად მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელია.

შარშან ამავე პერიოდში საექსპორტო ბაზრებისთვის 311 მლნ კვტ.სთ-ზე მეტის ელექტროენერგია იყო მიწოდებული. ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავალმა მაისში 9.2 მილიონი დოლარი შეადგინა.

2025 წლის მაისშიც, წინა წლების მსგავსად, ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო. სადაც 172.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა. მცირე მოცულობის მიწოდება მოხდა სომხეთისთვის.

ბაზარზე წელს ექსპორტის კლების მოლოდინია. გალტ & თაგარტი-ს კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილის თქმით, წელს, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტზე მოთხოვნა შემცირებული იქნება. ამის მიზეზად კი, თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების კლებას და იქიდან ექსპორტზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები