მაისში საქართველოში სულ 104,700 ვიზიტორი იმყოფებოდა. ტურისტების ეს ნაკადი წინა წელთან შედარებით 180%-ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 52,688 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება. პირველი ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა, რაც ვიზიტორთა ნაკადს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
ტურიზმის შედარებითი აღდგენის მიუხედავად, მისი მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის მაისთან) შედარებით 85%-ით ნაკლებია.
რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი:
1 თურქეთი - 21,855 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 37,8%
2 უკრაინა - 11,533 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1049,9%
3 ისრაელი - 11,244 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2488,7%
4 რუსეთი - 10,818 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 186,4%
5 სომხეთი - 9,863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 26,4%
6 საქართველო (არარეზიდენტი) - 9,537 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 387,6%
7 აზერბაიჯანი - 5,704 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 74,1%
8 ყაზახეთი - 4,664 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1147,1%
9 უზბეკეთი - 2,528 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 690,0%
10 ბელარუსი - 2,349 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 216,2%
11 ინდოეთი - 1,496 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13500,0%
12 ამერიკის შეერთებული შტატები - 1,167 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3664,5%
13 ირანი - 1,141 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1401,3%
14 პოლონეთი - 837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10362,5%
15 გერმანია - 745 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2028,6%.
2020 წელს საქართველოში ტურიზმის შემოსავალი 80%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 2021 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ $177 მილიონი მიიღო.




























