ამ ვიზიტებიდან ტურისტული ხასიათის ვიზიტების რაოდენობა 26,503 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 93.8%-ით ნაკლებია.
დაკეტილი საზღვრების ფონზე, გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტი - 15,863 ვიზიტორი საქართველომ თურქეთიდან მიიღო.
ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც გასული თვის განმავლობაში საქართველომ ვიზიტორები მიიღო:
1 თურქეთი - 15 863 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -77,8% ;
2 სომხეთი - 7 803 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,1% ;
3 რუსეთი - 3 777 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,8% ;
4 აზერბაიჯანი - 3 276 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,9% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 1 956 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,1% ;
6 უკრაინა - 1 003 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,1% ;
7 ბელარუსი - 743 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -81,9% ;
8 ყაზახეთი - 374 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,9% ;
9 უზბეკეთი - 320 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -71,4% ;
10 ბულგარეთი - 207 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -77,3% ;
11 საუდის არაბეთი - 118 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -81,3% ;
12 ტაჯიკეთი - 85 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,8% ;
13 ირანი - 76 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -98,9% ;
14 მოლდოვა - 70 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,2% ;
15 ყირგიზეთი - 70 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93,2%.
რაც შეეხება უშუალოდ საზღვრის ტიპებს, გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოვიდა. საჰაერო გზით ქვეყანაში მხოლოდ 1,313 ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 99.3%-ით ნაკლებია.
გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური მიმოხილვაც, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავლის სახით მხოლოდ $9.1 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 97%-ით არის შემცირებული.
დღეს საქართველოს მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმისთვის მომდევნო თვიდან აღარ გაიხსნება. ივლისის ბოლომდე რეგულარული საჰაერო ფრენები კვლავ შეჩერებული იქნება. შესაბამისად ტურისტების ნაკადს მთავრობა უკვე აგვისტოდან ელის.