მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Makers.ge - სტარტაპერებისა და ფრილანს დეველოპერებისათვის

5e4406bac6a5f
BM.GE
12.02.20 20:19
1763
საერთო სამუშაო სივრცეების კულტურა მსოფლიოს მასშტაბით სულ 15 წელს ითვლის. პირველი ასეთი სამუშაო სივრცე 2005 წელს სან-ფრანცისკოში გაიხსნა. მას შემდეგ ათობით ათასი მსგავსი სივრცე ამოქმედდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

საქართველოშიც ბიზნესის ეს სახეობა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. სულ ახლახანს „დინამო სტადიონის“ ტერიტორიაზე ახალი, მყუდრო და კომფორტული საერთო სამუშაო სივრცე ”მეიქერსი” (Makers) გაიხსნა.

სივრცის დამფუძნებელმა გიორგი გარსევანიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ “მეიქერსი”-ს კონცეფცია მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტული საერთო სამუშაო სივრცის კონცეფციისაგან.
„გარდა კომფორტული სამუშაო გარემოსი, “მეიქერსი”-ს ბინადრებს ვეხმარებით სტარტაპ იდეების განხორციელებაში, ვაკავშირებთ ინვესტორებთან და დამსაქმებლებთან, ვუწევთ კონსულაციას ციფრულ მარკეტინგში, ვამარაგებთ საინტერესო პროექტებით, ვაძლევთ საშუალებას დაესწრონ სხვადასხვა მასტერკლასებს“.

რაც შეეხება თავად სივრცეს, ის დაპროექტებულია იმგვარად, რომ მასში ყველა დეტალი გათვლილია ვიზიტორთა პროდუქტიულობაზე და მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
გამომდინარე იქიდან რომ სივრცე დაყოფილია ოპტიმალურ ქვესივრცეებად, აქ მუდამ სიწყნარეა და “მეზობლების” ხმაური არასოდეს შეგაწუხებთ.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალობაში „დინამო სტადიონი“ თბილისის ნებისმიერი უბნიდან ადვილად და განსაკუთრებული საცობების გარეშე მისადგომი ლოკაციაა.

სივრცის მომხმარებლებს არ აქვთ პარკინგის პრობლემა, ვინაიდან მუშტაიდის ბაღის მხარეს მდებარე დინამოს პარკინგზე მუდმივად არის მათთვის რეზერვირებული ადგილები.

„პირდაპირი შეერთება ყველა ინტერნეტ პროვაიდერთან, საშუალებას გვაძლევს გვქონდეს იმაზე სწრაფი ინტერნეტი ვიდრე წარმოგიდგენიათ. ასევე მნიშნელოვანია, რომ “მეიქერსი”-ს ყველა წევრისათვის ყავა და ჩაი უფასოა, ხოლო საწევრო პაკეტების ფასები მნიშნელოვნად ხელმისაწვდომია სხვა ანალოგიური კლასის სივრცეებთან შედარებით“, - აცხადებს გარსევანიშვილი.

“მეიქერსი” ასევე გვთავაზობს კურსებს დიზაინში, დეველოპმენტში, დიჯითალ მარკეტინგში და ბიზნესის მართვაში. ასევე კონსალტინგს კომპანიის ციფრულ ტრანსფორმაციაში, ფროდაქთ-დეველოპმენტში, ციფრულ მარკეტინგში, სოციალური მედიის მართვასა და ონლაინ გაყიდვებში. და ამას ყველაფერს აღნიშნულ სფეროებში წარმატებული და აღიარებული ადამიანების დახმარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები