მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკრონი ჩინეთის მიერ Covid-19-ის უკეთესად გამკლავებაზე მოსაზრებას გულუბრყუვლოს უწოდებს

5e99879d01135
ნათია თაქთაქიშვილი
17.04.20 15:25
1168
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გულუბრყვილოს უწოდებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს უკეთესად გაუმკლავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კითხვაზე - წარმოაჩინა თუ არა ეპიდემიაზე ავტორიტარული რეჟიმის რეაგირებამ დასავლური დემოკრატიების სისუსტე, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ღია საზოგადოებების და ქვეყნების შედარება და ისეთ სახელმწიფოებთან, სადაც სიმართლეს ახშობენ.

„გაკეთებული არჩევანის და იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოადგენს დღეს ჩინეთი, რომელსაც მე პატივს ვცემ, მოდით, ნუ ვიქნებით იმდენად გულუბრყვილოები რომ ვთქვათ, ის უკეთესად გაუმკლავდა ვირუსს. აშკარად არის რაღაცეები, რაც მოხდა და რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

17 აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 165,027 შეადგინა, გარდაიცვალა 17,920 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 32,812 ინფიცირებული.