საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Twitter-ის მეშვეობით საქართველოს და მოლდოვას მხარდაჭერის შესახებ წერს. მაკრონი აღნიშნავს, რომ დღეს ორივე ქვეყნის პრეზიდენტს ესაუბრა და მათ დაძაბულობის და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში დახმარების პირობა დაუდასტურა.
"საქართველო და მოლდოვა არიან ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნები, ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და მეგობრები. ამ დილით მათ პრეზიდენტებს დავუდასტურე ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ მათ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. კრიზისის დროს სოლიდარულები ვიქნებით," - Twitter-ზე წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
პარალელურად, ევროკავშირი რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე მსჯელობის დაწყებას განიხილავს.
პარალელურად, ევროკავშირი რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე მსჯელობის დაწყებას განიხილავს.