მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: ფულის გათეთრების ბრალდება ვერ დადასტურდა. რას მიაღწიეს? - საუკუნის პროექტი ჩაშალეს

მამუკა ხაზარაძე
BM. GE
29.09.23 20:08
98

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბრალდება ვერ დადასტურდა - ფულის გათეთრება არ ყოფილა!! რუსების დაკვეთითა და ბიძინას პროკურატურის მიერ შეთითხნილი ფულის გათეთრების საქმე დასრულდა.

რას მიაღწიეს? - გააჩერეს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები, ქვეყანას წაართვეს ინვესტიცია, ჩაშალეს საუკუნის პროექტის, ანაკლიის მშენებლობა, ქვეყნის განვითარება ათეული წლით უკან დახიეს და რუსების დავალება პირნათლად შეასრულეს.

რატომ არის საქართველო ასეთ მდგომარეობაში? - იმიტომ რომ კრემლის მოკავშირე, გაყიდული მთავრობა გვყავს, რომელსაც ეროვნული ინტერესი არაფრად მიაჩნია.

დაგვაზიანეს? - ვერ დაგვაზიანეს, უფრო გავმაგრდით, უფრო ნათლად დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე. ქვეყნის გამარჯვება ამათი მმართველობიდან გაშვებაზე გადის! ბრძოლა გრძელდება! სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის. მთავარია, არ გაჩერდე, არც გავჩერდებით!“ - წერს „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები