ინგლისისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა “მანჩესტერ სიტიმ” 2022/23 სეზონში რეკორდული 712,6 მილიონი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის 100 მილიონი გირვანქით მეტია წინა წელთან შედარებით.
ჩემპიონებმა სატელევიზიო ხელშეკრულებებიდან 300 მილიონი გირვანქა გამოიმუშავეს, ხოლო კომერციულმა შემოსავალმა 341,4 მილიონი გირვანქა შეადგინა, მატჩის დღეებში კი 72 მილიონი გირვანქა.
ამხელა შემოსავლიდან კლუბის მოგებამ 80,4 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.
შემოსავლის თვალსაზრისით წინა რეკორდი თანაქალაქელ “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნოდა, რომელმაც 2021/22 წელს 648,4 მილიონი გირქვანქა სტერლინგი მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ხელფასები რეკორდული 423 მილიონი გირვანქამდე გაიზარდა, რაც ტრებლის მოგებითა და ერლინგ ჰალანდის ტრანსფერითაა განპირობებული.
2022 წელს კლუბის სახელფასო ფონდი 69 მილიონით ნაკლები იყო, თუმცა 56-ით მეტი თანამშრომელი მუშაობდა.