მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მანჩესტერ სიტის” მფლობელი რუსებთან კავშირის გამო შესაძლოა დაასანქცირონ

მანჩესტერ სიტი შეიხ მანსური

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმზ კლევერლის მიერ დაორგანიზებული კვლევის არეალში “მანჩესტერ სიტის” მფლობელი შეიხ მანსური მოექცა.

გავრცელებული ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი შეიხ მანსური უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუს ბიზნესმენებს ინგლისიდან არაბეთში ფულის გადარიცხვებში ეხმარებოდა.

ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მას "მანჩესტერ სიტიში” არსებული თანამდებობის დატოვება მოუწევს. ამას ინგლისის პრემიერ ლიგაში მიღებული ახალი წესები განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც გუნდის ხელმძღვანელობის გადაყენება შესაძლებელია თუკი ისინი ადამიანის უფლებებს არღვევენ, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან ან გადასახადების გადახდას თავს არიდებენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი სიტუაცია გასულ წელს რომან აბრამოვიჩს შეექმნა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ CBO-ს დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების გამო იძულებული გახდა 2022 წლის მაისში საკუთარი აქციები გაეყიდა.

ცნობისთვის, შეიხ მანსურის მისვლას “მანჩესტერ სიტიში” ოქროს ხანის დადგომა უკავშირდება. 2008 წელს კლუბში არაბების შესვლის შედეგად “სიტიმ” ინგლისის პრემიერ ლიგაში გამარჯვება შვიდჯერ შეძლო და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები