მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუნხენის “ბაიერნი” წელს რეკორდული შემოსავლით ასრულებს

ბაიერნის შემოსავალი

გერმანული ფეხბურთის წამყვანი კლუბი მიუნხენის “ბაიერნი” სეზონს რეკორდული შემოსავლით ასრულებს.

2022/23 წლების სეზონში კლუბმა 913 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მანამდე კი რეკორდი 2018/19 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა ბავარიელებმა 802 მილიონი დოლარი მიიღეს.

გუნდის ფინანსური დირექტორის მაიკლ დიედერიხის თქმით, მიუნხენელების წლიური შემოსავალი 30%-ითაა გაზრდილი, ხოლო წმინდა მოგება 23 მილიონიდან 36 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.

ცნობისთვის, მიუნხენელების ასეთი ფინანსური მდგომარეობა შიდა ტურნირებზე გამარჯვებებისა და მკაცრი სახელფასო პოლიტიკის დამსახურებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები