მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანიფესტაციის დროს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება დაუშვებელია - ომბუდსმენი

ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის ქუჩებში ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დაუშვებელია მანიფესტაციის დროს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება.

"საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ განუმარტავს, რომ მშვიდობიანი შეკრება საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებით არის დაცული. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების დროს მოწოდება - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს.

ამასთანავე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც ევალებათ მშვიდობიანად წარმართონ შეკრება და არ მოუწოდონ მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებისკენ; ხოლო, ძალის გამოყენების შემთხვევაში, პოლიცია უნდა მოქმედებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები