მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაქსიმ მირონოვი: რუსული საბანკო სისტემა უკვე გაკოტრდა

622e5604b46ed
გიორგი არონია
14.03.22 07:30
11219
„დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადების გამო დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული საბანკო სისტემა უკვე გაკოტრდა“, - ამის შესახებ IE Business School-ის პროფესორმა მაქსიმ მირონოვმა Forbes Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ რუსული საბანკო სისტემა უკვე გაკოტრდა. მოსალოდნელია, როგორც ცენტრალური ბანკის მიერ მსხვილი სესხების გაცემა, ასევე კერძო კომერციული ბანკების ნაციონალიზაცია. სახელმწიფო ბანკები კერძო ბანკებს შეიძენენ და სულ მალე, იქნება ფაქტობრივად ერთი მსხვილი სახელმწიფო ბანკი, რომელიც რამდენიმე ბრენდით იქნება წარმოდგენილი“, - თქვა მან.

კითხვაზე - არსებობს თუ არა ნაციონალიზაციის გარდა სხვა გამოსავალი, მაქსიმ მირონოვმა განაცხადა: „შოკი იმდენად მძლავრია, რომ კერძო ბანკებს დეპოზიტების დაკმაყოფილება აღარ შეუძლიათ - ეს ფაქტია. ბანკომატებთან შეკრებილი ადამიანების გრძელი რიგები ხომ ნახეთ?! რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება საერთაშორისო ვალუტის მიღებაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ, თავისთავად, უკვე დეფოლტს ნიშნავს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები