მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაქვს მზაობა, პრემიერის მხრიდან გამოთქმული ნდობა საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს მოვახმარო - მიქანაძე

გივი მიქანაძე

"ოცნების" მთავრობის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა გივი მიქანაძე დაიკავა.

განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა. წარდგენის შემდეგ, გივი მიქანაძემ თქვა, , „მაქსიმალური მზაობა აქვს, რომ ნდობა, რომელიც მასთან მიმართებით პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოახმაროს“.

"დიდი მადლობა ბატონო პრემიერო. ჩემთვის, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვსარგებლობდე ასეთი დიდი ნდობით და ვუხელმძღვანელო სამინისტროს, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანთან არის დაკავშირებული, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული. განვითარება განათლების და მეცნიერების გარეშე 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის და რეფორმები, რომელიც მიმდინარეა, აქტუალური საკითხები, კვლავაც დღის წესრიგში რჩება. იქნება ძალიან აქტუალური ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმები დაჩქარდეს და ეს ხარისხობრივი ნიშნით ასახული იყოს უმაღლესი რანგით. მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რომ ნდობა, რომელიც პირადად პრემიერის მხრიდან იყო გამოთქმული საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს მოვახმარო და დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, იმიტომ, რომ ჩვენი სამინისტროს წარმატება პირდაპირპროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, მიქანაძე 2005 –2008 იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები