მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ჩახვაშვილი: ელექტროენერგიის საერთო მოხმარებაში კრიპტომაინინგის წილი 1.5%-ია

მაინინგი

სემეკის 2024 წლის 9 თვის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, რომლის ძირითადი ნაწილი საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ დიდი წილი აქვს მსხვილი შემსყიდველების მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარებასაც, მათ შორის არის მეტალურგია და ფეროშენადნობები. რაც შეეხება მაინინგს, მსხვილი შემსყიდველი კომპანიების ჩამონათვალში კრიპტომაინინგზე სულ რამდენიმე კომპანია გვხვდება.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი აღნიშნავს, რომ კრიპტომაინინგის წილი ელექტროენერგიის საერთო მოხმარებაში ბოლო წლებში შემცირდა, რაც მისი შეფასებით, ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიების რაოდენობის შემცირების ხარჯზე მოხდა. მისი თქმით, მაინინგს ელექტრომოხმარების საერთო მოცულობაში მხოლოდ 1.5%-იანი წილი უჭირავს, რასაც ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე დიდი ასახვა არ აქვს.

“ყველაზე დიდი მოხმარება როცა იყო დატა ცენტრების მხრიდან, მაშინაც იყო საერთო მოხმარების 3.5%. მასშტაბურად დიდი არ არის, ამ მონაცემებით 9 თვეში წილი 1.5%-მდე არის შემცირებული. რაც ნიშნავს, რომ მათი მხრიდან მოხმარება შემცირდა, რაღაც საწარმოები გაჩერებულები არიან.

მაინინგზე მომუშავე კომპანიების მოხმარება ახლა ამ დონეზეა და ყოველ შემთხვევაში ყველაზე მაქსიმუმი რაც გვქონია - იყო 3.5%. როგორ გაგრძელდება, რთულია პროგნოზების გაკეთება მსოფლიო დონეზე, მაგრამ გლობალურად რომ ავიღოთ, ქვეყანაში თუ არ იქნებიან დატა ცენტრები, რომლებიც კრიპტოებზე არ იმუშავებენ, იქნებიან სხვა დატა ცენტრები, რომლებიც სხვა მიმართულებით იმუშავებენ. ყველაფრის გაციფრულება ხდება, რასაც სჭირდება მეტი რესურსი, ამას კი 24/7-ზე სჭირდება ელექტროენერგია. ალბათ ქვეყნის ჭრილში რომ შევხედოთ, შეიძლება კრიპტოს ხარჯზე არ იყოს მოთხოვნა გაზრდილი და ის იყოს გლობალურად გაზრდილი კომპიუტერული ტექნოლოგიების და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე.-ამბობს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები