მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ლაშხის სურვილია, დონორებმა ჯანდაცვის სექტორისთვის მეტი ფული გამოყონ

დეპუტატი
30.05.24 16:56
683

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს მოსახლეობის ინტერესი მაღალია და ისურვებდა, დონორების დაფინანსების ნაწილშიც TOP მიმართულებად იყოს ჯანდაცვა გამოყოფილი. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ.

ლაშხის შეფასებით, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარმატებულად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

„შევუერთდები კოლეგებს და ძალიან დიდ პატივისცემას დაგიდასტურებთ. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისის მიუხედავად, გვიხარია, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას ჩაუდექით სათავეში და ასე წარმატებულად ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას.

ეს მიმართულება ნებისმიერი სოციალური გამოკითხვით, ხალხის ინტერესით ყოველთვის TOP-3-ეულშია და შესაბამისად არის ქვეყნის ყურადღებაც ამისკენ მიმართული. ასახულია როგორც სტრატეგიაში, სამოქმედო გეგმაში, ბიუჯეტში და მე ვისურვებდი იმას, რომ ჩვენი პარტნიორებისგან, დონორი ორგანიზაციებისგანაც შესაბამისი პასუხი იყოს ხალხის ინტერესზე და ბიუჯეტური მიმართულებით მათ TOP-3-ეულშიც იყოს ჯანდაცვის მიმართულება გამოყოფილი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები