მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო სიის ოცეულში ჩასვა და დეპუტატიც გახდა, პარლამენტში ამჯერადაც არ დარჩა.
მან დეპუტატის მანდატზე კიდევ ერთხელ თქვა უარი და ისევ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე დაბრუნდა.
შესაბამისი ბრძანება „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს გამოსცა.
მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის სამინისტროში, სავარაუდოდ, ისევ ტურიზმის და ავიაციის მიმართულების კურატორობას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, მარიამ ქვრივიშვილი "ქართული ოცნების" სიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო. მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიას ეკავა. მაშინაც, დეპუტატის მანდატი პარლამენტში შესვლიდან რამდენიმე თვეში, 2021 წლის მაისში დატოვა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა.
მარიამ ქვრივიშვილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრია.