მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილისა და ალან პერსელის შეხვედრის შესახებ პრესრელიზს აშშ-ის საელჩოც ავრცელებს

ალან პერსელი

მარიამ ქვრივიშვილისა და ალან პერსელის შეხვედრის შესახებ პრესრელიზს აშშ-ის საელჩოც ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებით, საელჩოს facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზი სულ ერთი წინადადებისგან შედგება.

"ოთხშაბათს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა", - წერია ტექსტში.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს ინფორმაციითვე, გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ბათუმსა და ფოთს ესტუმრა, სადაც შეხვდა ადგილობრივ პარტნიორებს და მოინახულა მნიშვნელოვანი პორტები და კომპანიები, რომელიც ხაზს უსვამს საქართველო-ამერიკის ეკონომიკურ თანამშრომლობას.

"ბათუმში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია „Wondernet" ტერმინალს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორიც ამერიკული კომპანია „Trammo"-ა. ასევე, იმყოფებოდა ფოთში, სადაც მოინახულა „APM Terminals" და „PACE" ტერმინალი, გაეცნო მათ საქმიანობას და მოისმინა გაფართოების სამომავლო გეგმების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს შეხვდა და მოისმინა, თუ როგორ დაეხმარა მათ მიღებული გამოცდილება და კონტაქტები საქართველოში საქმიანობისას. ასევე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა ადგილობრივ რელიგიურ ლიდერებს: ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრისა და ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლს, რათა ადგილობრივ თემთან მათ საქმიანობას გასცნობოდა და ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში", - ეწერა გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები