Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მე-19 საუკუნის გოთიკური სტილის ციხესიმაგრე შეიძინა.
Strancally-ის სახელით ცნობილი ისტორიული შენობა დაახლოებით 1830 წელს არის აგებული და მდინარე ბლექუოთერს გადმოჰყურებს. იგი კომპანიის ევროპის სათავო ოფისიდან 200 კილომეტრში მდებარეობს და არქიტექტურული არქივის თანახმად, 2003 წელს მას მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქცია უძრავი ქონების ფასების სახელმწიფო რეესტრში ოფიციალურად არ ფიქსირდება, გამოცემა The Irish Times-ის შეფასებით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, ქონების ღირებულება 20-დან 30 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ცუკერბერგის პრესსპიკერის განცხადებით, მილიარდერი და მისი ოჯახი მოხარულები არიან ამ ისტორიულ სახლზე ზრუნვის შესაძლებლობით და ირლანდიაში დროის გატარებას მოუთმენლად ელიან.
ცნობისთვის, ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმის გამო, ირლანდიაში არაერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, მათ შორის Meta-ს ევროპული შტაბ-ბინა მდებარეობს, სადაც კომპანია დაახლოებით 1 500 ადამიანს ასაქმებს.




























