მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკო რუბიო და ვანგ ი კუალა-ლუმპურში ერთმანეთს შეხვდნენ

ვანგ ი
BM. GE
11.07.25 18:33
277

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის კუალა-ლუმპურში შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ ორი ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა პირისპირ პირველად ისაუბრეს.

მხარეებს შორის განხილვის ძირითადი საკითხები ტრამპის სატარიფო პოლიტიკა და რუსეთ-უკრაინის ომი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარკო რუბიომ მედიასთან ისაუბრა. მან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი პარტნიორებისადმი შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ აზიაში ჩინური დომინაციის დასაბალანსებლად იაპონურ და სამხრეთ კორეულ მხარეებთან თანამშრომლობა გაძლიერდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები