მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულის მაჟორიტარი: კორონავირუსზე მარნეულის მოსახლეობის შემოწმება 2-3 დღეში დასრულდება

5e79a99d7ee3b
ნინი ლონგურაშვილი
24.03.20 10:36
1018
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ მარნეულელ ქალბატონთან კონტაქტი ჰქონდა, ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ამის შესახებ დეპუტატმა „საქმიან დილაში განაცხადა.

„ჩვენ გუშინვე ყველა ადამიანი შევამოწმეთ, ვისთანაც ქალბატონს ჰქონდა შეხება, კორონავირუსის სიმპოტმი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება მათ ამჟამინდელ მდგომარეობას, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და თვითიზოლაციაში არიან. ექიმებს კი, მათთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ. ამის პარალელურად მოწმდება მთლიანად მარნეულის მოსახლეობა და ეს ეტაპობრივად, 2-3 დღეში დასრულებული იქნება", - განაცხადა ნავერიანმა.

რაც შეეხება იმას, როგორ გაგრძელდება მარნეულის რაიონში პროდუქციის წარმოება და შესაბამისად, იქ არსებული საწარმოების მუშაობა, დეპუტატმა თქვა, რომ საწარმოები მოწმდება და პროდუქტები საფრთხეს არ წარმოადგენს.

„საკარანტინე ზონად გამოცხადებამ კარგი შედეგი აჩვენა. პროდუქტის დეფიციტის საშიშროება არ არის და ჩვენ ყველანირად კონტროლზე გვყავს სიტუაცია აყვანილი. რა თქმა უნდა, ახლა საზაფხულო სამუშაოები შეჩერებულია და ეს მოსახლეობას გააზრებული აქვს. ჩვენ დღეიდან უკვე ამ მიმართულებით ვიწყებთ განსაკუთრებულ მუშაობას, იქნება სპეციალური ნორმები; ამ საკითხზე გუშინ გვქონდა მსჯელობა აქ მომუშავე კომპანიებთან თუ ორგანიზაციებთან. მათ გააკეთეს ყველა მიმართულებით მობილიზაცია და დღეიდან ნორმების დაცვით იქნება ყველა პროდუქტი გამოტანილი”, - განაცხადა “საქმიან დილასთან” თამაზ ნავერიანმა.