მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტიდან 595 მლნ ევრო მიიღო

646f4f91e8ce1
მარიამ ვარადაშვილი
25.05.23 16:30
679
აზერბაიჯანული სააგენტოს Trend-ის ინფორმაციით, მარტში ქვეყანამ ევროპაში გაზის ექსპორტიდან თითქმის 596 მლნ ევროს შემოსავალი მიიღო.

საანგარიშო პერიოდში ევროპაში 612 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზი იქნა ექსპორტირებული. აზერბაიჯანმა 2023 წლის პირველ კვარტალში ბუნებრივი გაზის წარმოება 3%-ით 12.2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა, აქედან ნახევარზე მეტი 6.5 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანა. საანგარიშო პერიოდში თითქმის 3 მილიარდი კუბური მეტრი ევროპაში იქნა ექსპორტირებული, 2.7 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში, საქართველოში კი 0.9 მილიარდი კუბური მეტრი.

საქართველოზე გამავალი სამხრეთის გაზის კორიდორით, რომლითაც ევროპაში გაზის ექსპორტი 2020 წლიდან დაიწყო, აზერბაიჯანი გეგმავს წელს ევროპას 12 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიაწოდოს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანამ ევროპას 11.4 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიაწოდა. გასული წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილი მემორანდუმი 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები