მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში დეპოზიტების მოცულობა ₾51.81 მლრდ-მდე გაიზარდა

ლარი დოლარი

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის მარტის ბოლოსათვის 51.81 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 2.60%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.98%-ით მეტი).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 706.91 მლნ ლარით, ანუ 3.35%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.78%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 607.05 მლნ ლარით, ანუ 2.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.41%-ით).

რაც შეეხება დეპოზიტების ლარიზაციას, შესაბამისმა კოეფიციენტმა 2024 წლის მარტის ბოლოსთვის 50.33% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით).

ამასთან, მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.97%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.67%, ხოლო ევროს წილმა 19.60% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები