საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292 მლნ აშშ დოლარი (811.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 4%-ით (10.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ფულადი გზავნილების მატება ძირითადად აშშ-დან გადმორიცხვების 22%-იან ზრდას უკავშირდება, რამაც გასულ თვეში 55 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე 7%-ით გაიზარდა გზავნილების მოცულობა იტალიიდან და მან 50 მილიონს მიაღწია, რუსეთის ფედერაციიდან კი გზავნილები 29%-ით შემცირდა და მისი ზომა მარტში 38 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით 2025 წლის მარტში - ტოპ 20 ქვეყანა:
| # | ქვეყნები | ფულადი გზავნილის მოცულობა | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | აშშ | $55 მილიონი დოლარი; | 22% |
| 2 | იტალია | $50 მილიონი დოლარი; | 7% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $38 მილიონი დოლარი; | -29% |
| 4 | საბერძნეთი | $24 მილიონი დოლარი; | 15% |
| 5 | გერმანია | $24 მილიონი დოლარი; | 19% |
| 6 | ისრაელი | $21 მილიონი დოლარი; | 2% |
| 7 | თურქეთი | $9 მილიონი დოლარი; | 4% |
| 8 | ყირგიზეთი | $7 მილიონი დოლარი; | 155% |
| 9 | ესპანეთი | $7 მილიონი დოლარი; | 22% |
| 10 | ყაზახეთი | $7 მილიონი დოლარი; | -44% |
| 11 | ირლანდია | $6 მილიონი დოლარი; | 18% |
| 12 | საფრანგეთი | $6 მილიონი დოლარი; | 14% |
| 13 | გაერთიანებული სამეფო | $4 მილიონი დოლარი; | 24% |
| 14 | აზერბაიჯანი | $3 მილიონი დოლარი; | -4% |
| 15 | პოლონეთი | $3 მილიონი დოლარი; | -6% |
| 16 | კანადა | $2 მილიონი დოლარი; | 3% |
| 17 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | $2 მილიონი დოლარი; | 9% |
| 18 | კვიპროსი | $2 მილიონი დოლარი; | 12% |
| 19 | საუდის არაბეთი | $2 მილიონი დოლარი; | 40% |
| 20 | ნიდერლანდები | $2 მილიონი დოლარი. | -3% |




























