საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მარტში საქართველოში 9,114 კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 72%-ით მეტია. ახალი კომპანიების ეს რაოდენობა რეკორდულია.
ამ რაოდენობის ფირმები ქვეყანაში პანდემიამდეც არ რეგისტრირდებოდა. მაგალითად 2019 წლის მარტში სულ 4,620 ფირმა დარეგისტრირდა.
BMG-იმ აპრილის დასაწყისშივე გამოითხოვა იუსტიციის სამინისტროსგან დეტალური სტატისტიკა, თუ რამდენი კომპანია დარეგისტრირდა მარტში და რაოდენობრივად რა იყო უცხოელების, მათ შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული ახალი კომპანიების რიცხვი, თუმცა სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადები დაარღვია და ეს სტატისტიკა ამ დრომდე უცნობია. შესაბამისად, გაურკვეველია, იყო თუ არა უცხოელთა მხრიდან იუსტიციის სახლში რეკორდულად გაზრდილი მიმართვიანობა კომპანიების რიცხვის ასეთი დიდი მატების მიზეზი.