თიბისი კაპიტალის, მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯების მარტის თვის მიმოხილვის მიხედვით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები კვლავ მზარდია.
მარტში საწვავში, თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯები 16%-ით გაიზარდა და ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 51 ლარი შეადგინა.
ამასთან, მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები 25%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 52 ლარი იყო.