მილიარდერი ილონ მასკი ამბობს, რომ Tesla-ს კიდევ ხუთი წელი უხელმძღვანელებს. კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მას ჰკითხეს იქნება თუ არა შემდეგი ხუთი წელი კვლავ Tesla-ს ხელმძღვანელი, რაზეც უპასუხა: "დიახ, ამაში ეჭვიც არ მეპარება".
ეს კომენტარი მოჰყვა Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც წერია, რომ კომპანიის საბჭოს წევრები მის ჩამნაცვლებელს ეძებდნენ. WSJ-ის თანახმად, Tesla-ს საბჭოს წევრების უკმაყოფილება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდებოდა, თუმცა მასკმა ამ ცნობებს წინასწარ განზრახული სიცრუე უწოდა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პოლიტიკაში აქტიურად 2024 წელს ჩაერთო და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე დიდი სპონსორი გახდა. Forbes-ის ინფორმაციით, მან კამპანიაზე დაახლოებით 200 მლნ დოლარი დახარჯა. ამ ეტაპზე მასკი მართავს ტრამპის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს, რომლის რეკომენდაციითაც აშშ-ში დაიწყო ფედერალური უწყებების თანამშრომლების შემცირება და ზოგიერთის საერთოდ დახურვა. მის პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებენ წლის დასაწყისში Tesla-ს აქციებზე ფასების ვარდნას.